საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოები რეგიონში სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს", - წერს უწყება.
- შეგახსენებთ, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა;
- ისრაელის მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეი, სავარაუდოდ, დაღუპულია. ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ მასთან კავშირი გაწყვეტილია;
- დადასტურებულია ირანის თავდაცვის მინისტრისა და რევოლუციური გვარდიის (IRGC) მეთაურის დაღუპვა;
- აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და „აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე“. ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი „აიათოლას რეჟიმის დასრულებაა“;
- თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში;
- თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
