logo
ENG



საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეებს აფრთხილებს

05 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 
88kzux3y23nkd98.jpg

საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ. ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს და აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს.

"შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონა ვირუსის მზარდ გავრცელებასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს.

ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ქ. რომში, ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123.

აქვე გაცნობებთ, რომ ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი: +39 3501312131 ; +39 3501483114.

რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში",-აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა