logo
ENG



საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

19 თებ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 
nt6rqo77qbhngjf.jpg

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას 20 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. 23 თებერვალს კი ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსის გუნდმა დღეს ღია ვარჯიში გამართა. ბერძენი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. ილიას ზუროსს ასისტენტობას მილოშ გრიგორიევიჩის გარდა, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ.  

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი, როგორც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, ავტომატურად მონაწილეობს ევრობასკეტ 2021-ზე, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ითამაშებს.


close დახურვა