2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი საქართველომ შვეიცარია 96-88 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ქართველმა კალათბურთელებმა დამატებით დროში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 23 თებერვალს სერბეთთან გამართავს.
