logo
ENG



საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა ერთობლივი წრთვნა ჩაატარეს

11 აპრ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა ერთობლივი წთვნა ჩაატარეს. წვრთნებში ქართული მხრიდან 2, ნატოს მუდმივმმოქმედი საზღვაო შენაერთის მხრიდან კი 5 ხომალდი მონაწილეობდა. წვრთნების მიზანი საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსის საზღვაო კონტინგენტის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა. 

„შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას“, - წერია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა