საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე შეხვედრას დღეს, სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებულმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ეროვნული ნაკრები შეხვედრისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება. საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს. ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილი, გურამ კაშია, საბა ლობჟანიძე და ნიკა კვეკვესკირი ვერ ითამაშებენ. გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება
15 ოქტ 201912:48
3 წუთის საკითხავი