განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 110 უკრაინელი ბავშვის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება.
სამინისტროს ცნობით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ.
სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.