logo
ENG



საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებმა მდუმარე აქცია გამართეს

18 დეკ 201918:30
3 წუთის საკითხავი
 
i6zsi1om3uz8s34.jpeg

საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოზარდზე ზეწოლას.

სტუდენტებმა ადგილზე სანთლები და პლაკატები მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინუძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

 


close დახურვა