logo
ENG



საქართველოს უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე - ოპოზიციის შეფასებები

23 იან 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კონგრესმენების წერილი ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, „ქართული ოცნების“ პოზიცია წერილთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მხრიდან გულგრილობაზე მიანიშნებს. 

​"საქართველოს უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ განურჩევლად პოლიტიკური სიმპატიებისა, საქართველოს მომავალი უფრო მაღლა დავაყენოთ და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება სკამების გამო, საფრთხე შეუქმნას ქვეყანას",-აცხადებს დავით ბაქრაძე. 

გედევან ფოფხაძის თქმით კი უცხოელი პარტნიორების გარეშე საქართველო ვერ დაწინაურდება. 

"განწყობას საერთაშორისო დონეზე ხელისუფლება თუ ვერ ხედავს, ეს მის გულგრილობას ადასტურებს. უცხოელი პარტნიორების გარეშე ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ ვიფიქრებთ",-აცხადებს ფოფხაძე. 

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ კონგრესმენების გზავნილები შესაძლოა რეალობას აცდენილი იყოს. 

"კონგრესის წევრი შესაძლოა სხვა ვერსიებს აჟღერებდეს, რაც შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას,-აცხადებს ანდრი ოხანაშვილი

 


close დახურვა