საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ფიფას 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მატჩს დღეს გამართავს. ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდება. ქართველებთან ერთად ელიტ რაუნდში გადასასვლელად სწორედ მასპინძელი პოლონეთი, ფინეთი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ესპანეთი იბრძოლებენ.
თამაშები 24-27 ოქტომბერს გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. საქართველოსა და პოლონეთის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.