საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის მესამე ტურში გაიმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
თბილისის ახალი სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთანაც დამაჯერებლად ითამაშა და 6:1 გაიმარჯვა.
„ფ" ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია გერმანიას დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. საქართველო ჯგუფში ცხრა ქულით პირველ ადგილზეა გავიდა (9 ქულა), მეორეზე (6 ქულა) გერმანია გავიდა, მესამეზე კი კოსოვო (3 ქულა), ბოლო ადგილზე ნული ქულით ავსტრიაა.