logo
ENG



საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ გახარიას გუნდს უერთდება

28 მაი 202114:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. 

როგორც დოლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, გახარიას დაფუძნებული პოლიტიკური პარტია ფოკუსირებული იქნება არა აგრესიაზე, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

ლევან დოლიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის წარმატება ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება. 

"ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე და აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს.

დარწმუნებულ ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - ამბობს ლევან დოლიძე.  

ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. 

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.


close დახურვა