logo
ENG



საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გავიდა

13 ოქტ 201912:09
3 წუთის საკითხავი
 
5w3d0ga5lqjianb.jpg

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნული გუნდი 22:7 დაამარცხა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შვეიცარიასთან შეხვედრამდე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა. პირველი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა 3 ქულიანი სხვაობით მოიგეს, მეორე პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით პერიოდში მოიპოვა და საბოლოოდ ანგარიში 9-ით 7 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ეს რიგით მეოთხე მონაწილეობა იქნება.

ევრო 2020 ბუდაპეშტში გაიმართება.

 


close დახურვა