გიორგი გახარიას მოსმენა ინტერპელაციის წესით პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკული შეკითხვებით დაიწყო.
პირველი ტრიბუნასთან კითხვის დასასმელად ფრაქცია "ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მივიდა. მან გიორგი გახარიას სიტყვით მიმართა და მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის გამო გააკრიტიკა. გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას ფინანსური დახმარება არ გამოუყო.
"საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელმაც ვირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს ფინანსური დახმარება არც ერთი თეთრით. ასეთი რამ არ მომხდარა მსოფლიოში არსად და მათ შორის არც ჩვენს სამეზობლოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ფაქტობრივად გაწირეთ შიმშილისთვის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიორგი გახარია პარლამენტში ორმა ფრაქციამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ დაიბარეს.