საქართველოს ხელისუფლებას სანქციები ემუქრება. შეერთებული შტატების უპრეცედენტოდ მკაცრი ტონი - მთავარი პარტნიორის ელჩი უკვე ღიად ამბობს, რომ სანქციები ერთ-ერთი ბერკეტია. კელი დეგნანი თავისი ქვეყნის განწყობებს გამოხატავს. ეს განწყობები კი უმაღლეს დონეზე კარგად გამოჩნდა - სახელმწიფო მდივანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას განცხადებით გამოეხმაურა. ქართულმა ოცნებამ ყველა შეთანხმება დაარღვია, რაც ადგილზე საზოგადოებისა და ქვეყნის გარეთ კი პარტნიორების პირდაპირ შეურაცხყოფაა.
საქართველოს ხელისუფლებას სანქციები ემუქრება
16 ივლ 202120:17
3 წუთის საკითხავი