logo
ENG



საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

15 ივნ 202201:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/uom660483wrlkv7.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.

როგორც სამინისტრო იუწყება, განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა "2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას.


close დახურვა