logo
ENG



საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს აქვს ერთი ან რამდენიმე აქტიური ვალდებულება

04 თებ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

 

 ორგანიზაცია „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ ფონდმა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი 31 იანვრით თარიღდება.

1 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში  1 824 610 ფიზიკურ პირს აქვს ერთი ან რამდენიმე აქტიური ვალდებულება. ამაში შედის ყველა საფინანსო ინსტიტუტი ბანკი, მიკროსაკრედიტო თუ ონლაინ ორგანიზაცია.

საერთო ჯამში მათი ვალდებულებები შეადგენს 19 მილიარდ ლარს. აქედან ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ვადაგადაცილება მაინც.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა ისიც,  რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ეს პრობლემები ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეექმნა, ანუ დაუფიქსირდა მინიმუმ ერთი ვადაგადაცილება შეადგენს 111 ათას ადამიანს.

ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 111 ათასმა ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი ფინანსური ვალდებულებების მომსახურება. მათი ვალი კი ჯამში 2 მილიარდი ლარია.

ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 21 ათას 700 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით ათას 777 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საიდანაც 201 ბავშვია.

 


close დახურვა