საქართველოში დღეს, 25 იანვარს, თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ_ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა გუშინ, 24 იანვარსაც მოხდა. კერძოდ, დმანისთან 3.2 მაგნიტუდის სიდიდის ბიძგები დაფიქსირდა.