logo
ENG



საქართველოში British Airways შემოდის და თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ იფრენს

18 სექ 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/18/i0l71wv7x1lkuqb.png

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანია British Airways შემოდის.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე ba.com უკვე შესაძლებელია.

"American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა