ხელისუფლებას ევროპარლამენტარებთან, შეუსრულებელი დაპირებების გამო ახსნა განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც დღის ბოლოს ასამბლეამ უნდა მიიღოს. საუბარია 4 რეზოლუციასა და 2 საგანგებო დოკუმენტზე.
ევრონესტის თანაპრეზიდენტის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, რეზოლუციაში, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე უნდა მიიღონ, საქართველოში ბოლო დროს არსებული კრიზისის ფორნზე, გარკვეული ნაწილი ეთმობა დემოკრატიული პროცესების განვითარებას. როგორც კუბილიუსმა ევრონესტის ღონისძიების ფარგლებში აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პროცესებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მოწინავე ქვეყნები არიან.
„საქართველომ ბევრს მიაღწია. ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პროცესებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მოწინავე ქვეყნები არიან. არის გარკვეული მიღწევები. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელებთ რა ტიპის სტრატეგია იქნება გამართლებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მომდევნო ათწლეულის მანძილზე. განვიხილავთ სამი ქვეყნისთვის სტრატეგიასაც. არის სხვა ვარიანტებიც. ევრონესტს აქვს განსხვავებული მოსაზრება რიგ საკითხებთან მიმართებაში. რეზოლუციაში გარკვეული ნაწილი დათმობილი აქვს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ეს იმ ფონზე, როცა საქართველოში ბოლო დროს პოლიტიკური კრიზისია“, - განაცხადა მან.
მიმდინარე პროცესების რეზოლუციაში ასახვაზე საუბრობს უმრავლესობის წევრი რომან კაკულია, როემლიც აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეეცდება, მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს პროცესების ასახვა.
„არის რეზოლუციაში ის ნაწილი, რომელიც ცდილობს ასახოს მიმდინარე მოვლენები და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ადეკვატურად იყოს ასახული ის პროცესები, რაც არის. დაპირების შეუსრულებლობა არ არის თემა, რომელზეც ვინმე თვალის დახუჭვას აპირებს, მთავარია მოტივაციის ახსნა. ჩვენი მუშაობის მიმართულება არის ის, ავხსნათ მოტივაცია იმ არასახარბიელო და არაპოპულარული გადაწყვეტილების და არა შეცვლა იმ რეალობის, რომელიც დადგა“, - აცხადებს რომან კაკულია.