სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ში, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ეს ბოლო 12 საათში საქართველოში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.
პირველი მიწისძვრა წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 აგვისტოს წალკის მიმდებარე ტერიტორიაზე 23:21 წუთზე დაფიქსირდა, რასაც ნახევარ საათში განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.