logo
ENG



საქართველოში გერმანიის ელჩი: ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები

15 ივნ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/uj1s12o25a31460.png

საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს, ევროპის მოედანზე დაანონსებულ აქციას უერთდება.

"საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე, ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა.


close დახურვა