logo
ENG



საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის

15 აპრ 202114:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/9rypmj5hsnl0swx.jpg

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის. 

მინისტრის ცნობით, ავიაკომპანია თავდაპირველად თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით იფრენს.

"სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings-მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს", - თქვა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიკომპანია ფრენებს 21 ივლისიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. Eurowings Lufthansa Group-ში შედის.


close დახურვა