logo
ENG



საქართველოში დღეს გლოვის დღეა

25 აგვ 202008:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. შატილის გზაზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სამინისტროების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. 

ცნობისთვის, შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა