სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 19:25 საათზე მიწისძვრა მოხდა.
მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მისი სიმძლავრე 3,4 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სოფელ სამებასთან 10-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.