logo
ENG



საქართველოში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი ამოქმედდა

27 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. მომსახურებით სარგებლობას პირველ ეტაპზე თბილისისა და ბათუმის მოსახლეობა შეძლებს.

ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია და ვებგვერდი, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

„ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები ამ სკუტერებისთვის და ვისაც ექნება აპლიკაცია, შეეძლება ისარგებლოს. ესაა კომპანია Bird, ამერიკული სტარტაპი და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში", - აცხადებს კახა კალაძე.


close დახურვა