საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან. ეს გადაწყვეტილება 24 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ეს შეზღუდვა აქამდე მოხსნილი იყო ქვეყანაში საჰაერო გზით შემომსვლელებისთვის.
ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე, მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.