საქართველოში ინდური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ხუთი ადამიანი. ორი საქართველოს, სამი კი ახლო აღმოსავლეთის ერთერთი ქვეყნის მოქალაქეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებულმა უცხოელებმა საქართველო უკვე დატოვეს. არცერთ შემთხვევაში დაავადება მძიმე ფორმით არ მიმდინარეობდა. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინდური შტამი უკვე გავრცელებული იყოს, თუმცა პანიკის საფუძველს ვერ ხედავს.
საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა
28 მაი 202110:53
3 წუთის საკითხავი