ამჟამად საქართველოში კორონაივრუსით ინფიცირებულებიდან 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო აქედან 324 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მძიმე პაციენტებიდან თბილისში იმყოფება - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.