logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

24 სექ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, ის 70 წლის იყო და მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

საქართველოში დღეს, 24 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 575 ტესტი გაკეთდა. 

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა