logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა

04 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
clock 686
xz6nrcb9gxgsbe3.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ჯამში 159 შეადგინა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ამჟამად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 31, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344.


close დახურვა