logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, 54-ე პაციენტი გარდაიცვალა

05 ოქტ 202015:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, საერთო ჯამში, 54-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

87 წლის კაცი ქუთაისში, კლინიკა ოსპიტალსერვისში მკურნალობდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.  

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.

 


close დახურვა