კორონავირუსით საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 539-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან ამ დროისთვის განიკურნა 178 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5247 ადამიანი იმყოფება, ხოლო 532 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო მონაცემებით, ვირუსით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.