საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 108- მდე გაიზარდა. ინფორმაციას STOP.COV.GE-ი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კარანტინის ქვეშ 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278, ვირუსისგან კი უკვე 21 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა, დაწესდა საკომენდანტო საათიც. კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა.