![8gpj6a3bs0vzpn9.jpg](/uploads_script3/news/8gpj6a3bs0vzpn9.jpg)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 757-მდე გაიზარდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ამჟამად კარანტინში 2966 ადამიანია, ხოლო 250 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 600-ს შეადგენს. ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.