logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

04 აპრ 202022:22
3 წუთის საკითხავი
clock 1679
474cu1cavs2yvsr.jpg

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ჯამში 162 შეადგინა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ამჟამად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 36, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.


close დახურვა