21 ოქტომბრისთვის საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე უკვე აისახა. ინფიცირების შედეგად, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა.