კორონავირუსის ინფიცირებით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა. ამ დროისთვის დაინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.