საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. ჯამში ვირუსით ქვეყანაში 636 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირდა 73 154 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 55 511 პაციენტი.