საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცს კლინიკაშ შესვლისას ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა ჰქონდა.
2020 წლის აგვისტოში მას გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დღეს, 22 სექტემბერს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1534 გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.
22 სექტემბრის მონაცემები stopcov.ge-ზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.