დღეს 22 თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 12 101 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, ბოლო დღეღამეში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 45 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.
სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ ჯამში 47 486 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 164, PCR ტესტით - 14 322.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 25,48%, ბოლო 14 დღის - 30,65%, ბოლო 7 დღის - 28,55%.