logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

05 მაი 202110:47
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 27 648 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 15 912 ანტიგენი და 11 736 - PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 359. რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 135,
  • იმერეთი - 202,
  • ქვემო ქართლი - 83,
  • შიდა ქართლი - 82,
  • გურია - 48,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118,
  • კახეთი - 54,
  • მცხეთა-მთიანეთი - 70,
  • სამცხე-ჯავახეთი - 13,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

close დახურვა