logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

01 აპრ 202111:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/cozejv8b2i1gchr.jpeg

საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა, მათ შორის 17 922 ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.

მათივე ცნობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64 %.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 264 შემთხვევა;
  • აჭარა - 33;
  • იმერეთი - 65;
  • ქვემო ქართლი - 12;
  • შიდა ქართლი - 23;
  • გურია - 20;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45;
  • კახეთი - 13;
  • მცხეთა-მთიანეთი - 19;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 


close დახურვა