საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა, მათ შორის 16 531 ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით.
მათივე ცნობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 331 შემთხვევა;
- აჭარა - 51;
- იმერეთი - 56;
- ქვემო ქართლი - 22;
- შიდა ქართლი - 26;
- გურია - 17;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50;
- კახეთი - 10;
- მცხეთა-მთიანეთი - 6;
- სამცხე-ჯავახეთი - 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.