საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 955 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 969 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 285.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.