საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 8-ით გაიზარდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 1 429 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 18.