საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 100 000-ს გადააჭარბა
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე covid 19-ით ინფიცირების 100 684 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 927 ადამიანი გარდაიცვალა, 81 783 - გამოჯანმრთელდა.