logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

05 მარ 202011:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, პაციენტი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიიდან და მან საავადმყოფოს თავად მიმართა.

"რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენთან სულ შესაძლო შემთხვევა დაფიქსირებული იყო 252 და აქედან 4 არის დადებითი. გუშინ გვიან დადასტურდა ლუგარში მე-4 შემთხვევა. პაციენტი არის ინფექციურ საავადმყოფოში. ბოლო შემთხვევა ასევე დაკავშირებულია იტალიასთან და არის საქართველოს მოქალაქე. ის საქართველოში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. გუშინ დილით მიმართა მან საავადმყოფოს და მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია",-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა იყო. ისინი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა