საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 958 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რიცხვს, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსრიდა, ქვეყანაში ვირუსისგან 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.