logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა

27 აპრ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
es85n996535zse5.jpg

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 


close დახურვა